ღუმელში დაბრაწული უგემრიელესი ბოსტნეული- ორიგინალური კერძი
მომზადების დრო- 1,30წ თ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 305კკ-ია
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- დაკონსერვებული პომიდორი- 400გ
- მშრალი თეთრი ღვინო- 1,5 ჭიქა
- ბოსტნეულის ბულიონი- 2ჭიქა
- 1 ცალი კიტრი
- მარილი გემოვნებით
- ბაზილიკი- 0,5 კონა
- დაკონსერვებული ბარდა- 1 ჭიქა
- ნიორი- 3-4 კბილი
- 2 ცალი ხახვი
- წითელი ჩეჩევიცა- 1 ჭიქა
- დაფნის ფოთოლი- 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი- 3ს.კ
მომზადების წესი:
- ბოსტნეული გარეცხეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, კიტრი რგოლებად, ნიორი და ბაზილიკი კი წვრილად დაჭერით.
- ღრმა საცხობ ფორმაში აურიეთ ხახვი, კიტრი, ჩიჩევიცა, პომიდორი, ნიორი, ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი და დაფნის ფოთოლი.
- დაუმატეთ ღვინო და ბულიონი. დააფარეთ ფოლგა ან თავსახური და შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით. პერიოდულად ურიეთ. სუფრაზე მიტანდამდე დაუმატეთ მარილი და პილპილი.