ტომატის სუფი სიმინდითა და შავი სოკოთი

ტომატის სუფი სიმინდითა და შავი სოკოთი
fpaparazzi გირჩევთ, სცადოთ ამ პიკანტური და ძალიან გემრიელი წვნიანის მომზადება.

მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 6
მომზადების სირთულე: მარტივი

საჭირო მასალა:
  • 0,5 შეკვრა ხმელი ჩნური შავი სოკო
  • 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • ხახვი 1 მოზრდილი თავი
  • 1 ს/კ დაჭრილი ქინძი
  • 2 ს/კ ტომატპასტა
  • 5-6 ცალი პომიდვრის ჩირი
  • 2 ქილა პამიდორი საკუთარ წვენში (400 გ-იანები)
  • 350 გ გაყინული სიმინდი
  • 1 ჩ/კ დაფქული ძირა
  • ნიორი 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • ბეკონი 50-70 გ


მომზადების წესი:
  1. დაალბეთ სოკო 30 წუთით წყალში. როცა გაფუვდება, დაჭერით მოგრძო, თხელ ნაჭრებად.
  2. ხახვი დაჭერით კუბიკებად, ნიორი დააქუცმაცეთ წვრილად.
  3. გაახურეთ ქვაბში ზეთი, მოხრაკეთ დაბალ ცეცხლზე ხახვი, ბეკონი და ნიორი 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ძირა და თუშეთ კიდევ 1 წუთი.
  4. პომიდორი დაჭერით და დაუმატეთ წვენთან ერთად ქვაბში მოთუშულ ბოსტნეულს. როცა მასა ადუღდება, დაუმატეთ ბულიონი, ჩაყარეთ სიმინდი, დაუმატეთ ტომატპასტა და სოკო.
  5. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
  6. კერძის მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ პომიდვრის დაჭრილი ჩირი, მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით!