ჩახოხბილი ქამა სოკოთი
fpaparazzi გთავაზობთ ტრადიციული ქართული კერძის ორიგინალურ და ძალიან გემრიელ ალტერნატივას სოკოთი. გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ხახვი 1 თავი;
- ქათამი 2 კგ;
- პომიდორი 4 ცალი;
- სტაფილო 2 ცალი;
- ნიორი 5 კბილი;
- ქამა სოკო 300 გ;
- კარაქი 40 გ;
- სუნელები გემოვნებით;
- მარილი გემოვნებით;
- ფქვილი 4 ს.კ
- ბულიონის კუბიკი 1 ცალი;
- სოიოს სოუსი 2 ს.კ
- მწვანილი გემოვნებით.
მომზადება:
- გარეცხეთ ქათამი, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- მოხრაკეთ დაჭრილი ქათამი კარაქში ისე, რომ დაიბრაწოს.
- ამოიღეთ ქათამი ღრმა ჯამში ან ქვაბში.
- ტაფა არ გარეცხოთ, იმ წვენშივე, რაშიც ქათამი მოხრაკეთ, ჯერ მოხრაკეთ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, ხოლო რამდენიმე წუთში – დაჭრილი პომიდორი.
- მოურიეთ. ხრაკეთ ცოტა ხანი, რამდენიმე წუთში დაუმატეთ დაჭრილი სოკო, სუნელები, მარილი, წიწაკა და სოიოს სოუსი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, დროდადრო ამოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, თან შეუჩერებლად ურიეთ.
- პარალელურად აადუღეთ 1-1,5 ლ წყალი და გახსენით მასში ბულიონის კუბიკი.
- გადაიტანეთ ტაფიდან ბოსტნეულის მასა ქვაბში, ქათამთან, დაასხით ბულიონი და კარგად აურიეთ.
- დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, თან ურიეთ!
- თუ ქათამი გაყინულია, 40 წუთი ეყოფა, თუ სოფლის – დაასხით მეტი ბულიონი და ხარშეთ 1,5-2 საათის განმავლობაში.
- როცა კერძი მზად იქნება, გამორთეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ასე რამდენიმე წუთი.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!