ლობიოს სამარხვო წვნიანი
ამ სამარხვო წვნიანის მომზადება ძალიან მარტივია. ამასთან შეიცავს ძალიან ცოტა კალორიას. არადა, საკმაოდ ნოყიერია, რადგან მდიდარია ცილებით.
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 199 კკალ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 199 კკალ.
საჭირო მასალა:
- 80 გ თეთრი ხმელი სოკო
- 1 პატარა თავი ხახვი ბულიონისთვის
- 80 გ გოგრა
- 80 გ ხახვი
- სასურველი მწვანილი 1 კონა
- 200 გ ლობიო
- 80 გ სტაფილო
- 80 გ კარტოფილი
მომზადების წესი:
- წინა დღით დაალბეთ ლობიო, 12 საათის შემდეგ მოხარშეთ მარილწყალში.
- სოკო დაალბეთ თბ ილ წყალში 2 საათით, შემდეგ კი ცივ წყალში ასევე 2 საათით. შემდეგ ამ წყალშივე მოხარშეთ.
- დაუმატეთ გაფცქვნილი და შუაზე გაჭილი ხახვი და გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. მზა ბულიონი გადაწყრეთ, გარეცხეთ მოხარშული სოკო ცივ წყალში და დაჭერით წვრილად.
- ბულიონში ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო ხახვი და კარტოფილი, ხარშეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ლობიო და კუბიკებად დაჭრილი გოგრა.
- ხარშეთ, სანამ ყველაფერი კარგად არ მოიხარშება. ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!