ფაფუკი და არომატული შოკოლადის ტორტი
თუ დესერტებში შოკოლადით გაჯერებულ გემოს ანიჭებთ უპირატესობას, fpaparazzi გირჩევთ, სცადოთ ეს საოცრად გემრიელი შოკოლადის ტორტი.
საჭირო მასალა:
მინანქრისთვის :
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- შავი შოკოლადი -300 გ
- კარაქი- 100 გ
- კვერცხი- 3 ცალი
- შოკოლადის /დრაჟე-150 გ
- ცუკატები-1/2 ჭიქა
- ვანილი- მწიკვი
მინანქრისთვის :
- შოკოლადი
- შოკოლადი 120 გ
- კარაქი 50 გ
- თაფლი 4 ჩ/კ
- 1 ფორთოხლის წვენი
მომზადების წესი:
- გაადნეთ შავი შოკოლადი კარაქათან ერთად და ცოტა გააგრილეთ. დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი და ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ შოკოლადის დრაჟე და ცუკატები. გადაიტანეთ შოკოლადის ცომი პერგამენტჩაფენილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
- მინანქრისთვის: გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ თაფლი და ფორთოხლის წვენი.
- ცოტათი გააგრილეთ, მოასხით გამომცხვარ და გაცივებულ შოკოლადის ტორტს და შედგით მაცივარში.
- როცა მინანქარი გამაგრდება, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და ზემოდან მორთეთ ცუკატებით.
გემრიელად მიირთვით