შოკოლადის ნამცხვარი ჟოლოთი და არაქისის ნაყინით
ამ უგემრიელესი დესერტის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ და მისი მომზადება ხშირად მოგინდებათ - გპირდებათ fpaparazzi.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კარაქი 100 გ
- კვერცხი 2 ცალი
- შავი შოკოლადი 100 გ
- შაქარი 70 გ
- ფქვილი 50 გ
- ჟოლო 100 გ
- პლომბირი 100 გ
- არაქისის კარაქი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- გაალღვეთ ნაყინი. მოათავსეთ ბლენდერში არაქისის კარაქთან ერთად და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ჯამში და მოათავსეთ 25 წუთი მაცივარში.
- გამდნარ კარაქს შეათქვიფეთ შაქარი და კვერცხი.
- შოკოლადი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ კარაქის მასას. კარგად აუარიეთ.
- დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- დაუმატეთ ჟოლო და აურიეთ ხის კოვზით.
- გადაიტანეთ ცომი კექსის პატარა ფორმებში ან 1 დიდ, ღრმა ფორმაში. აცხვეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.
- სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი არაქისის პლომბირთან და ჟოლოსთან ერთად.