ჟელე ხურმისგან- უგემრიელესი დესერტი
ხურმის ნაყოფში დიდი რაოდენობით კალცი, მაგნიუმი და რკინა. ამასთან ეს ხილი ბეტა კაროტინის საბადო, რაც ხელს უშლის დაბერების პროცესს.
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 2, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 167 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 2, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 167 კკ-ია.
საჭირო მასალა:
- 2 ცალი ხურმა
- 2 ს.კ თაფლი
- 20 გ ჟელატინი
- 100მგ წყალი
მომზადების წესი:
- ჟელატინი ჩაალბეთ თბილ წყალში და ურიეთ სანამ სრულად არ გაიხსნება.
- ხურმა გათალეთ და მოაშორეთ კურკები
- საშუალო ზომის ჭიქაში შიგნიდან ჩააფინეთ ცელოფანი, ის რომ ნაპირებიც დაეფაროს.
- ჯამში მოათავსეთ ხურმის რბილობი, ჟელატინთან და თაფლთან ერთად. დადგით ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში და გამუდმებით ურიეთ.
- შემდეგ კი სწრაფად გადაიტანეთ ჭიქაში და ცელოფანი ისე შეკარით, რომ ბურთის ფორმა მიიღოთ.
- შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.
- მირთმევამდე, ხურმას მოაშორეთ ცელოფანი და გემრიელად მიირთვით.