კლასიკური გასპაჩო- ესპანური სამზარეულოს სიამაყე
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 323კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მწიფე პომიდვრები- 15 ცალი
- კიტრი- 4 ცალი
- წითელი ბულგარული- 3 ცალი
- ნიორი- 4-5 კბილი
- თეთრი პური- 4 ნაჭერი
- წითელი ხახვი- 1 თავი
- ზეითუნის ზეთი- 125 მგ
- წითელი ღვინის ძმარი- 4 ს.კ
- ზღვის მარილი- 1ს.კ
- ოხრახუში- 1 კონა
- ცივი წყალი, ტომატის წვენი ან მშრალი წითელი ღვინო გემოვნებით
მომზადების წესი:
- მარილი და ნიორი დანაყეთ ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ დაჭრილი პური და ნელ-ნელა ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. გააჩერეთ 1.5 საათი.
- ხახვი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ძმარი.
- პომიდვრები გარეცხეთ, დაასხით მდუარე წყალი და გააცალეთ კანი. შემდეგ გაჭერით 4 ნაწილად და მოაშორეთ თესლი.
- კიტრი გათალეთ.
- ბულგარულ წიწაკებს წაუსვით ზეთი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ კი ჩააწყვეთ ჯამში და თავსახური დააფარეთ.
- 5-6 წუთის შემდეგ მოაშორეთ კანი და თესლი.
- ოხრახუში მსხვილად დაჭერით. შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში და ნელ ნელა დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებიც. შემდეგ დაუმატეთ ძმრიანი ხახვი.
- როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შედგით მაცივარში 8 საათის განმავლობაში. მირთმევამდე შეგიძლიათ გაათხელოთ ცივი წყლით, ტომატის წვენით ან ღვინით.