კომბოსტოს ფხალი- გემრიელი და ტრადიციული ქართული ცივი კერძი
მომზადების დრო- 1,30წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი- 1ს.კ
- თეთრი ხახვი- 2თავი
- ნიგოზი- 100გ
- ბროწეულის მარცვლები მოსართავად
- უცხო სუნელი- 1ჩ.კ
- მარილი და დაფქული წითელი წიწაკა- გემოვნებით
- კომბოსტო- 0,5 კგ
- ნიორი- 2 კბილი
მომზადების წესი:
- კომბოსტოს ფოთლები დაშალეთ და ერთი წუთის განმავლობაში ჩაყარეთ მდუღარე, მარილიან წყალში. შემდეგ გადმოიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ ფოთლებს გაციება.
- ნიგოზი გაატარეთ ხორცაკეპში ან დანაყეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მწვანე ქინძი, უცხო სუნელი, ბროწეულის მარვლები და ფრთხილად აურიეთ.
- კომბოსტოს ფოთლები წვრილად დაჭერით და აურიეთ ნიგვზიან მასაში. დაუმატეთ მარილი და წითელი წიწაკა.
- მიღებულ მასას მიეცით სასურველი ფორმა და სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე შედგით მაცივარში.
- გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით.