ლობიო დარიჩინით- ტრადიციული კერძის ახალი გემო
მომზადების სირთულე- 1,30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- 4, კალორიულობა- 97 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მცენარეული ზეთი- 1ს.კ
- ქინძი- 4 ღერი
- ღვინის ძმარი- 1ს.კ
- 1 ჭიქა ლობიო
- 0,5 ჩ.კ დაფქული დარიჩინი
- 1 თავი დაჭრილი ხახვი
- მარილი
- 0,5 ჩ.კ ზაფრანა
მომზადების წესი:
- ლობიო 5-8 საათის განმავლობაში ჩაალბეთ წყალში, შემდეგ კარგად მოხარშეთ და გადაიტანეთ თუშფალანგზე.
- ხახვი დაჭერით რგოლებად.
- ქინძი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
- ლობიო გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ დარიჩნი და ზაფრანა. კარგად აურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
- შემდეგ გაანაწილეთ ლობიო ულუფებად, მოასხით ძმარი და მცენარეული ზეთი, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ქინძი.