ლობიო დარიჩინით- მათთვის, ვისაც დელიკატური კერძები უყვარს
როგორ გგონიათ რა მოხდება, თუკი მოხარშულ ლობიოს დარიჩნს დაუმატებთ? შედეგად ძალიან გემრიელ და განსხვავებულ გემოს მიიღებთ
მომზადების დრო- 1,30 წთ, პორციების რაოდენობა-4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 97 კკ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
მომზადების დრო- 1,30 წთ, პორციების რაოდენობა-4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 97 კკ
საჭირო მასალა:
- მცენარეული ზეთი- 1ს.კ
- 4 ღერი ქინძი
- ღვინის ძმარი- 1ს.კ
- 1ჭიქა ლობიო
- 0,5 ჩ.კ დაფქული დარიჩინი
- 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
- მარილი გემოვნებით
- 0,5 ჩ.კ შაფრანი
მომზადების წესი:
- ლობიო 5-8 საათით ჩაალბეთ ცივ წყალში და შემდეგ კარგად მოხარშეთ. დაწურეთ თუშფალანგზე.
- ხახვი გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად, ხოლო ქინძი ძალიან წვრილად.
- ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ დარიჩინი და შაფრანი. კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით ძმარი და ზეთი, მოაყარეთ ხახვი და ქინძი. ლობიო დარიჩინით მზადაა.
გემრიელად მიირთვით.