იაპონელი მედიკოსების რჩევა: მუსიკა აბების ნაცვლად...
ძველ ანტიკურ საბერძნეთში უძილობას მუსიკის საშუალებით მკურნალობდნენ. ამერიკელ ინდიელთა ერთ - ერთი ტომის წარმომადგენლები ავადმყოფს სასთუმალთან უსხდებოდნენ და მელოდიებს ღიღინებდნენ. მათ სწამდათ, რომ მელოდიებს მაგიური ძალის საშუალებით შეუძლია მიწისა და ზეციური ძალების გაერთიანება.
მუსიკის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები და მისი მნიშვნელობა უძველესი დროიდან არის ცნობილი.
ჩინეთში იყიდება სპეციალური ალბომები და ვიდეოკასეტები, რომელსაც საკმაოდ ორიგინალური დასახელება აქვთ: "გული", "ღვიძლი", "უძილობა" და სხვა. მათ აბების ნაცვლად იძენენ.
დადგენილია, რომ ორსული ქალები, რომლებსაც კლასიკურ მუსიკას უსმენენ, მშვიდი ბავშვები ებადებათ. იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული დაკვირვებებით დაადგინეს, რომ მეძუძური ქალები, რომლებიც კლასიკურ მუსიკას უსმენენ 20 პროცენტით ძლიერდება რძის გამოყოფა, ხოლო ისინი, რომლებიც ხმაურიან მუსიკას უსმენენ თითქოს ნახევრდება.
ამგვარად მედიკოსები გვირჩევენ:
მაშ ასე! წამოწექით, მოადუნეთ სხეული, ჩართეთ თქვენთვის საჭირო მუსიკალური ნაწარმოები ( დაბალ ხმაზე ) და უსმინეთ. რაც მთავარია, ეცადეთ არაფერზე იფიქროთ. რამდენად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაში თავად დარწმუნდებით.

- თუ ადამიანს დეპრესია აწუხებს, სასურველია მოუსმინოს მოცარტს.
- უძილობის დროს მოუსმინეთ სიბელიუსის "ნაღვლიანი" ვალსი და ჩაიკოვსკის პიესები.
- თავის ტკივილს მოგიხსნით ლისტის "უნგრული რაფსოდია".
- დაგამშვიდებთ ბრამსის "იავნანა", შუბერტის "ავე მარია".
- სტრესის შემთხვევაში მოუსმინეთ ბეთჰოვენის "მთვარის სონატას" და ჰაიდნის "სიმფონიას".
- ჰიპერტონიის შემთხვევაში კარგია შოპენის "ნოქტიურნი რე მინორი".