დაემშვიდობეთ უსიამოვნო სუნს, ნადებს, კბილის ქვას და ბაქტერიებს ერთი ინგრედიენტის დახმარებით!

დაემშვიდობეთ უსიამოვნო სუნს, ნადებს, კბილის ქვას და ბაქტერიებს ერთი ინგრედიენტის დახმარებით!
ეს პირის ღრუს მოსავლელი ძველი აიურვედული მეთოდია, რომლის მთავარი არსიც პირის ღრუში მცენარეული ზეთის გამოვლებაა. აუცილებელია ამ პროცედურის მშიერ კუჭზე ჩატარება.

ეს მეთოდი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ კბილებიდან აუტანელი ყვითელი ნადების მოშორებას.

რა უნდა გავაკეთოთ?

ყველაფერი ძალიან მარტივია! უბრალოდ ჩაიგუბეთ პირში რამდენიმე სუფირს კოვზი მცენარეული ზეთი (ქოქოსის, ზეითუნის ან ქუნჯუთის ზეთი) და გამოივლეთ ის პირის ღრუში 15-20 წუთის განმავლობაში.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დილით მშიერ კუჭზე ან საღამოს, დაძინების წინ. გასაოცარი შედეგი ხანმოკლე დროში შესამჩნევი იქნება!

გისურვებთ ჯანმრთელობას!