ტოსკანური წვნიანი ლობიოთი და მაკარონით

ტოსკანური წვნიანი ლობიოთი და მაკარონით
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ლობიოსა და მაკარონის შეხამება ამ წვნიანში იდეალურია... ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ!

მომზადების დრო: 2 სთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი

საჭირო მასალა:

  • ოხრახუში, ქონდარი, ორეგანო
  • ნიორი 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
  • 400 გ თეთრი ლობიო
  • მარილი
  • 4-8 ნაჭერი თეთრი პური
  • 1 კგ ტომატის პიურე (გახეხილი პომიდორი)
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 ს/კ ზეთისხილი (უკურკო)
  • 4 ს/კ პასტა სტელინი
  • 4 ს/კ პომიდვრის ჩირი


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ლობიო, მოათავსეთ განიერ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 1 სთ და 30 წთ. შემდეგ გადაიტანეთ ლობიო საწურზე.
  2. გახეხეთ პომიდორი და ჩაასხით ქვაბში. მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხზლე.
  3. დაუმატეთ ლობიო, ამოურიეთ და ხარშეთ 10 წთ.
  4. პომიდვრის ჩირი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ზეთისხილი - რგოლებად. დაუმატეთ პომიდორი და ზეთისხილი წვნიანს და ხარშეთ კიდევ 2 წთ. დაუმატეთ 2 ს/კ მწვანილი, მარილი და პილპილი.
  5. შემდეგ დაუმატეთ პასტა, ამოურიეთ, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 10 წუთი.
  6. მოამზადეთ ტოსტები: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე ფოლგა და მოათავსეთ პურის ნაჭრები. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და დაქუცმაცებული ნიორი. ოდნავ მოაყარეთ მარილიც.
  7. მოათავსეთ ღუმელში ტოსტები 5-7 წუთი. შემდეგ ჩამოასხით წვნიანი თეფშებზე და მიიტანეთ ცხელ-ცხელი სუფრასთან ტოსტებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!