გემრიელი და სასარგებლო სამარხვო წვნიანი
მომზადების სირთულე- 30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 162 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- 300გ კარტოფილი
- 300გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 80 გ ხახვი
- მცენარეული ზეთი- 2 ს.კ
- 100 გ სტაფილო
- ქინძი და ოხრახუში
- 100გ მწვანე ბარდა
- მარილი
- ხმელი სუნელი
- 80 გ ბულგარული წიწაკა
მომზადების წესი:
- სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ბულგარული დაჭერით კუბებად.
- ყვავილოვანი კომბოსტო ხელით დახლიჩეთ.
- ცხიმი გაახურეთ ტაფაზე და თუშეთ სტაფილო 5 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ ხახვი და გააჩერეთ კიდევ 2 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ბულგარული და 5 წუთით კიდევ თუშეთ.
- აადუღეთ 5 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ყვავილოვანი კომბოსტო.
- კარტოფილი სანახევროდ მზად რომ იქნება, დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, მარილი და წიწაკა. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი მწვანილი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ ხმელი სუნელი
გემრიელად მიირთვით