მოუარეთ ნორმალური სახის კანს, ხალხური რეცეპტებით!
ნორმალური კანი გადატკეცილი, სუფთა, ელასტიკური, ვარდისფრად შეფერილია. ასეთი კანი ადვილად იტანს ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებასა და პროცედურას. სამწუხაროდ, იგი ძალზე იშვიათად გვხვდება. ნორმალური კანი აქვთ ბავშვებს და მოზარდებს გარდატეხის ასაკამდე. თუ ნორმალური სახის კანი გაქვთ, არ გაგიჭირდებათ მისი მოვლა. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას:
რეცეპტები:
რეცეპტები:
- 100 გრ თაფლი და 1 ლიმონის წვენს შეურიეთ, მიღებული მასა თხლად წაისვით სახეზე და 10 - 15 წუთს გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
- აიღეთ 1 ჭიქა ლობიოს მარცვლები, დაალბეთ ცივ წყალში რამდენიმე საათს. შემდეგ მოხარშეთ და გაატარეთ საცერში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ 1/2 ლიმონის წვენი, 1 ს/კ კოვზი ზეითუნის ზეთი და აურიეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, ტუჩებზე, კისერზე. გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 - 25 წუთს. ეს ნიღაბი კვებავს, არბილებს და ათეთრებს კანს.
- ახალი კიტრი გათალეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით სპირტი, თავი დაახურეთ და შეინახეთ ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ ეს მასა გაფილტრეთ, მიღებული ნაყენი გააზავეთ იმდენივე რაოდენობის გამოხდილი ან გადადუღებული წყლით. ამ ლოსიონით გაიწმინდეთ სახე, შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
- აიღეთ 1 ლიმონი, კანი გააცალეთ და კარგად გამოწურეთ. დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ სიმინდის ზეთი, 50 გრ ქაფურის სპირტი და 1 ჭიქა ლიმონის ქერქისა და გვირილის ყვავილების ნაყენი. მიიღებთ შესანიშნავ ლოსიონს, რომელიც კანს ხავერდოვანს გახდის, მიანიჭებს მას შესანიშნავ ელფერს და ელასტიკურობას.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი სტაფილო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული თითო ჩაის კოვზი ნიახური და ოხრახუში, ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი კეფირი ან მაწონი, შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, ტუჩებზე, კისერზე, გულმკერდზე. გაიჩერეთ 10 - 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ბურთულით და ნელთბილი წყლით. ბოლოს დიდხანს ივლეთ ცივი წყალი.
- ახალი სტაფილოსაგან შეიძლება შესანიშნავი მკვებავი ნიღბის მომზადება: 2 ს/კ გახეხილი სტაფილო, 1 ს/კ მაწონი, 1 კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ვიტამინი, კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე და ყელზე. ზემოდან დაიფარეთ დოლბანდი. ეს ნიღაბი ყველანაირ სახეს მოუხდება.