ხალხური რეცეპტები სახის კანის გასათეთრებლად.
ასეთი ნიღბების გამოყენება შეუძლია ყველანაირი სახის ტიპის ადამიანს. ასეთი ნიღბები უნდა გაიკეთოთ ძილის წინ. რადგან მის შემდეგ სახეს მზის სხივები არ უნდა მოხვდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში. დღისით იხმარეთ დამცველი კრემი.
ხალხური რეცეპტები სახის კანის გასათეთრებლად:
ხალხური რეცეპტები სახის კანის გასათეთრებლად:
- მარილიანი წყლის საფენი ( 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა წყალზე ) დაიდეთ სახეზე და ქუთუთოებზე. ათეთრებს სახეს და ამცირებს ქუთუთოების შეშუპებას.
- 1 ჭიქა ლობიო მოხარშეთ და თბილი გახეხეთ საცერში. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და ყელზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენს დაუმატეთ 6 % - იანი ძმარი და 2 ჩაის კოვზი ანადუღარი წყალი. თუ მშრალი კანი გაქვთ, ცოტა გლიცერინი ჩაამატეთ.
- სახე იწმინდეთ ოხრახუშის ახალი წვენით ან მისი ნაყენით.
- სტაფილოს და ჭარხლის წვენი აახალგაზრდავებს სახეს. სტაფილოს ახალგამოწურული წვენი ხშირად წაისვით სახეზე. ჭარხლის წვენი კი დალიეთ 20 - 30 გრ ჭამი წინ, 2 - 3 თვის განმავლობაში. ასეთი მკურნალობის შედეგად სახის კანი ლამაზდება და სინორჩის ელფერს იძენს.