კომბინირებულ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭიდება! ამისათვის გამოიყენეთ ხალხური რეცეპტები.
ამ ტიპის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან იგი ერთდროულად მშრალიც არის და ცხიმიანიც. კანი ძირითადად ცხიმიანი შუბლის, ცხვირის და ქვედა ყბის არეში, ხოლო დანარჩენი ნაწილი მშრალია. გაითვალისწინეთ ეს გარემოება და გაისუფთავეთ სახის სხვადასხვა ნაწილი შესაბამისად.
რეცეპტები კომბინირებული კანის მოსავლელად:
რეცეპტები კომბინირებული კანის მოსავლელად:
- აიღეთ ერთი კვერცხის გული 1/2 ჩაის კოვზი სოდა, 1 ჩაის კოვზი რომელიმე მცენარეული ზეთი, 1/2 ლიმონის წვენი. კარგად გათქვიფეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ მოძრაობით. დიდხანს ივლეთ ცივი წყალი, გაიმშრალეთ და შეიზილეთ მკვებავი კრემი.
- ცხიმიანი ადგილის გასასუფთავებლად პატარა ლამბაქზე დაყარეთ თანაბარი რაოდენობის სუფრის მარილი, სოდა და მასაბურა, შემდეგ პატარა ჯაგრისი (კბილის ). გასაპნეთ, ამოავლეთ ნარევში და სპირალური მოძრაობით დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 5 - 10 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბინტის ტამპონით.
- კომბინირებული კანისთვის კარგია ასეთი ნიღაბი:
ერთი ნაჭერი შავი პურის გული 30 გრ. ცხელ რძეში დაალბეთ, გასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის მშრალ ადგილებზე წაისვით მკვებავი კრემი და შემდეგ მთელ სახეზე დაიდეთ ნიღაბი. 15 - 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. - 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 სუფრის კოვზი არაყი, 1/2 ჩაის კოვზი ბორაკი და 0,5 ჭიქა წყალი. ჯერ თაფლი შეურიეთ გლიცერინში, შემდეგ დაუმატეთ წყალი, რომელშიც წინასწარ იქნება გახსნილი ბორაკი, არაყი ჩაასხით ბოლოს. ლოსიონი წმენდს და არბილებს კანს.