მარცეპანის ნამცხვარი - გემრიელი და უჩვეულო დესერტი
fpaparazzi განსხვავებული და ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულე: რთული
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულე: რთული
საჭირო მასალა:
- ნიგოზი 100 გ
- კურაგა 300 გ
- თაფლი 50 გ
- გარჩეული ნუში 200 გ
- შაქარი 200 გ
- წვრილი ჯიშის უწიბწო ყურძენი 200 გ
მომზადების წესი:
- ნუშს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გააცალეთ კანი.
- გარეცხეთ ნაყოფი და მოხალეთ მშრალ, გახურებულ ტაფაზე 10-15 წუთი. თან ურიეთ. დააქუცმაცეთ მოხალული ნუში წმინდად.
- შაქრისა და 2 ს/კ წყლისგან მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე სქელი სიროფი. დაუმატეთ სიროფში დაქუცმაცებული ნუში და 3-4 წუთის განმავლობაში თუშეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ.
- გადაიტანეთ მიღებული მასა გაშლილ თეფშზე, გადააფარეთ ცელოფანი და გააცივეთ. შემდეგ კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- გარეცხეთ კურაგა და დამდუღრეთ. დააქუცმაცეთ 200 გ კურაგა ბლენდერში პიურეს მასის მიღებამდე.
- ნიგოზი დაჭერით დანით და შეურიეთ კურაგას პიურეს. დაუმატეთ თაფლი და დადგით ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
- გარეცხეთ და გაარჩიეთ ყურძენი.
- სწორკუთხა ფორმაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. გაანაწილეთ ფსკერზე მთლიანი კურაგები, შემდეგ გაანაწილეთ მარციპანის მასის ერთი მესამედი, ზემოდან გაანაწილეთ კურაგასა და ნიგვზის პიურე.
- დაალაგეთ მჭიდროდ ყურძნის ლებნები, ზემოდან კი გაანაწილეთ მარცეპანის მეორე მესამედი.
- შემდეგ გადაიტენეთ კურაგას პიურე და დარჩენილი მარცეპანი. გადააფარეთ ფორმას ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 4-5 საათი.
- შემდეგ გადმოიღეთ მარცეპანი ფორმიდან, მოაცალეთ ცელოფანი და გემრიელად მიირთვით!