სტაფილოს ხალვა კარდამონით და გრეიპფრუტით - უგემრიელესი და სასარგებლო ტკბილეული!
fpaparazzi უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრეილი დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- სტაფილო 600 გ
- ნიგვზის ან სხვა ზეთი 30 მლ
- რძე 1,5 %-იანი 200 მლ
- გრეიპფრუტი 300 გ
- თაფლი 30 გ
- ნუში გატარებული ან დაფქული 20 გ
- დაფქული კარდამონი 0,5 ჩ/კ
- ნიგოზი ან თხილი 50 გ
მომზადების წესი:
- სტაფილო გახეხეთ საშუალო სახეხზე. გრეიპფრუტს მოაცალეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი ჯამში.
- მშრალ ტაფაზე მოხალეთ კარდამონი, იქვე დაუმატეთ ზეთი, გატარებული ან დაფქული ნუში და გახეხილი სტაფილო. ხრაკეთ 5 წუთი.
- დაუმატეთ რძე, თაფლი, გრეიპფრუტის წვენი და გახეხილი ცედრა.
- თუშეთ დაბალ ცეცხლზე, თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება.
- გადაიტანეთ მიღებული მასა ცხეცხლგამძლე ფორმაში და აცხვეთ 150 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
- გააცივეთ ბოლომდე და დაჭერით ხალვა კუბიკებად.
- გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში და მორთეთ თხილით ან ნიგვზით.
გემრიელად მიირთვით!