ხრაშუნა და ძალიან გემრიელი შაქარლამა ნუშით
ნუშის ამ გემრიელ ორცხობილას დიდი ხნის წინ ტიფლისის ქალბატონები ელიტური შეხვედრებისთვის აცობდნენ. გირჩევთ, თქვენც სცადოთ, მეგობრული ჩაის სმისთვის იდეალურია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ ნუში
- 150 გ ნიგოზი
- 600 გ ფქვილი
- 2 ჭიქა შაქარი
- 3 კვერცხი
- 200 გ კარაქი
- 200 გ ცხიმიანი არაჟანი
- 6 შეკვრა ილი
მომზადების წესი:
- გაადნეთ კარაქი დაბალ ცეცხლზე და ოდნავ გააგრილეთ. გაარჩიეთ ილი და დანაყეთ.
- მოხალეთ მშრალ ტაფაზე ნიგოზი, ასრისეთ ხელით, რათა მოცილდეს გარსი, დაჭერით მსხვილად.
- ნუშს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გააცალეთ კანი. დაჭერით ნაწილი ნუში ისე, როგორც ნიგოზი. დანარჩენი დაფქვილი წმინდად.
- ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და დაფქული ნუში, დაუმატეთ კარაქი, არაჟანი და დანაყილი ილი. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ ცომში დაჭრილი ნუში და ნიგოზი და აურიეთ, რათა თხილეული თანაბრად განაწილდეს ცომში.
- გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ამოჭერით მრგვალი ფორმის ორცხობილები, დაალაგეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!