რბილი და ძალიან გემრიელი ნუგა ნუშით
ეს ნუგბარი ყველა ასაკის ადამიანს მოეწონება, გპირდებათ fpaparazzi და გთავაზობთ ნუგას მომზადების მარტივ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- თაფლი - 2/3 ჭიქა
- კვერცხის ცილა 2 ცალი
- ნუში 1 ჭიქა
- კურაგა 1/2 ჭიქა
- ნახევარი ლიმონის ცედრა
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ღრმა ღუმელის ფირფიტა, დააფინეთ მას პერგამენტის ქაღალდი.
- თაფლი გადაიტანეთ თერმოგამძლე ჭურჭელში და დადგით წყლის აბაზანაზე.
- აცადეთ თაფლს, რომ კარგად გადნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ათქვიფეთ ცილა ბეზეს კონსისტენციამდე.
- შეურიეთ ცილა თბილ თაფლს ხის კოვზით, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიიღებთ წელვად კარამელისფერ მასას.
- ურიეთ გასქელებამდე და გაღიავებამდე (დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში).
- შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ნუში, კურაგა და ლიმონის ცედრა.
- ამ ხნის განმავლობაში ჯამი ჯერ კიდევ წყლის აბაზანაზე უნდა გედგათ.
- ურიეთ იქამდე, სანამ მასა სრულიად არ გათეთრდება. მორევა ბოლოსკენ გაგიჭირდებათ, რადგან მასა საკმაოდ გასქელდება.
- გადაიტანეთ ნუგა გამოსაცხობ ფორმაში, გადააფარეთ ზემოდან გამოსაცხობი ქაღალდი და გააჩერეთ ტკბილეული მშრალ ადგილას, რამდენიმე საათით (აჯობებს, მთელი ღამით).
- ამ ხნის განმავლობაში ნუგა გამკვრივდება და შეგიძლიათ დაჭრათ სასურველ ფორმებად ძალიან ბასრი დანით.
- შეფუთეთ ნუგა პერგამენტის ქაღალდში და შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!