სუშის დესერტი ხილით

სუშის დესერტი ხილით
fpaparazzi ხილისგან მომზადებული სუშის უგემრიელეს და სასარგებლო დესერტს წარმოგიდგენთ.

მომზადების დრო:
30 წუთი
ულუფების რაოდენობა:
30 ცალი
მომზადების სირთულე:
მარტივი

საჭირო მასალა:

ხილის ნიგირისთვის:
  • 200 გ მოხარშული ბრინჯი
  • 2 ცალი ქლიავი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი ცედრა


სოუსისთვის:
  • სტაფილო 1 ცალი


როლებისთვის:

  • ნორის 1 ფირფიტა
  • წყალი
  • 1 კივი
  • შაქარი 2 ს/კ
  • 1 ცალი ნექტარინა


მომზადების წესი:

  1. გაფცქვენით სტაფილო და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად. გაადნეთ ტაფაზე თაფლი მაღალ ცეცხზლე და მოხრაკეთ მასში სტაფილო 5 წუთის განმავლობაში.
  2. სუშის გადასახვევ ფირფიტაზე მოათავსეთ ნორი, ზემოდან ბრინჯი და სტაფილოს მასა. მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა და გადაახვიეთ რულეტივით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  3. კივი და ნეკტარინი დაჭერით თხელ ფირფიტებად.
  4. ფორმების მეშვეობით ამოჭერით ხილის ფირფიტებიდან გულები.
  5. ისე რომ არ მოაცალოთ ფორმები ხილს, მოათავსეთ მასზე ბრინჯი. დატკეპნეთ, გადმოაბრუნეთ ბრინჯით დაბლა და მოხსენით ფორმა.
  6. მოამზადეთ სოუსი. გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შაქარი, ქლიავი. თუშეთ დაბალ ცეცლხზე 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და მიიტანეთ სუშისთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!