პურის პუდინგი ხილით - ტრადიციული ინგლისური დესერტი

პურის  პუდინგი ხილით - ტრადიციული ინგლისური დესერტი
სიტყვა „პუდინგი“ - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „მესამე კერძი“, ანუ „დესერტი“. თუმცა კლასიკური პუდინგი შეიძლება დესერტი არც იყოს.
გთავაზობთ პურის პუდინგის ტრადიციულ ვარიანტს ხილით.

საჭირო მასალა:

  • 200 გ წვრილი ჯიშის უწიბწო ყურძენი
  • 2 ცალი ატამი
  • ლიმონის წვენი
  • 12 ნაჭერი თეთრი უსაფუვრო პური
  • 200 გ შაქარი
  • 350 გ ქლიავი


მომზადების წესი:

  1. ქლიავი და ატამი გარეცხეთ, დაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები.
  2. დაჭერით ხილი თანაბარ კუბიკებად.
  3. ყურძენი გარეცხეთ, გაარჩიეთ.
  4. ქლიავი და ატამი მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ შაქრი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.
  5. ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ მოხარშულ ხილს.
  6. შემდეგ დაუმატეთ ყურძენი და თუშეთ კიდევ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  7. ჩააფინეთ 2 ჯამში საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ ცელოფნის კიდეები გარეთ გადმოდიოს.
  8. პურს მოაჭერით ქერქი. მოათავსეთ თითო ნაჭერი ორივე ჯამის ფსკერზე და 4 ნაჭერი ჯამის კიდეებზე. მიეცით საჭირო ფორმა დანის მეშვეობით.
  9. გადაიტანეთ ჯამში ხილის მასა.
  10. დაფარეთ ხილის მასა პურის დარჩენილი ნაჭრებით და შეფუთეთ ჯამი ცელოფნით. ზემოდან დაადეთ სიმძიმე.
  11. მოათავსეთ მაცივარში 10 საათი.

გემრიელად მიირთვით!