ქათმის საცივი უგემრიელესი კერძის ნაცადი რეცეპტი
მომზადების დრო- 1.30 წთ, პორციების რაოდენობა- 6-8, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიების რაოდენობა- 417
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ფქვილი-2ს.კ
- ნიორი, წიწაკა, შაფრანი, ძმარი, ქინძი და მარილი გემოვნებით
- 4-5 თავი ხახვი
- 1 ქათამი
- 200 გ ნიგოზი
მომზადების წესი:
- ქათამი ჩადეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ სანამ სანახევროდ არ მოიხარშება.
- შემდეგ ამოიღეთ ბულიონიდან, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და ოდნავ დაბრაწეთ.
- ნიგოზი და სუნელები დანაყეთ და 6-8 ჭიქა ქათმის ბულიონში გახსენით. დაუმატეთ ძმარი გემოვნებით და ხარშეთ 10- 15 წუთის განმავლობაში.
- ხახვი გაარჩიეთ, ძალიან წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ბულიონის ცხიმთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და 4-5 წუთის განმავლობაში ფქვილთან ერთად მოთუშეთ. შემდეგ მიღებული მასა დაუმატეთ საცივის სოუსს.
- ქათმის ნაჭრები ჩააწყვეთ ღრმა თასში, ზემოდან დაასხით საცივი და გემრიელად მიირთვით.