ბარდის სუპი- უგემრიელესი წვნიანი მთელი ოჯახისთვის
ბარდის უგემრიელესი წვნიანი ნებისმიერ ამინდს და სეზონს უხდება. ამასთან სასარგებლო და ძალიან გემრიელია. მისი მომზადება ახალბედებსაც კი გაუდვილდებათ, რადგან ძალიან ადვილად მოსამზადებელია
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
- მშრალი ბარდა- 500გ
- შებოლილი ღორის ნეკნები- 500გ
- ხახვი- 1 ცალი
- სტაფილო-1 ცალი
- კარტოფილი- 5-6 ცალი
- მცენარეული ზეთი- 1 ს.კ
- მდოგვი- 3-4 ს.კ
- ნიორი- 3 კბილი
- კამა და ოხრახუში- 1 კონა
- ბეკონი- 100გ
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბარდა გარეცხეთ, დაასხით წყალი და გააჩერეთ 3-4 საათით.
- შებოლილი ღორის ნეკნები დაწერით პატარა ნაჭრებად და ხარშეთ დაახლოებით 1.5 სთ-ის განმავლობაში.
- ხახვი, სტაფილო და კარტოფილი გათალეთ. ხახვი და სტაფილო ძალიან წვრილად დაჭერით, კარტოფილი კი კუბებად
- ნეკნები ამოიღეთ ქვაბიდან, მოაშორეთ ძვლები, ხოლო ბულიონში მოხარშეთ ბარდა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი და ხარშეთ კიდევ 20 წუთით.
- ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო. შემდეგ დაუმატეთ წვნიანს და ადუღეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ წვნიანს დაუმატეთ მდოგვი, ხორცის ნაჭრები, მარილი და პილპილი.
- მწვანილი და ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით, ბეკონი შედარებით მოზრდილ ნაჭრებად. დაუმატეთ წვნიანს და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით.