როგორ გავახაროთ ულამაზესი მაგნოლია ეზოში: ზღაპრული ბაღი უკვე ამ გაზაფხულზე!
მაგნოლია - წარმოუდგენლად ლამაზი მცენარეა, რომელიც ყვავილობისას მნახველს აჯადოვებს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მისი მხოლოდ ერთხელ ნახვისას, უკვე სხვა არაფერში აგერევა. მაგნოლია არსებობს ხის და ბუჩქისაც. გამოცდილი მებაღეები არჩევენ, გაახარონ ეს მცენარე მცირე კომპოზიციურად ერთი ხისა და რამდენიმე ბუჩქისგან.
დღეს fpaparazzi მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა დარგოთ ნაკვეთზე მაგნოლია სწორად.
მაგნოლიის დარგვა
თავიდან, უნდა გაიგოთ, მაგნოლიის რომელი სახეობა შეესაბამება თქვენს კლიმატს. 120 სახეობიდან ყინვას უძლებს : მაგნოლია კობუსი (Magnolia kobus), ვარსკვლავური მაგნოლია (Magnolia stellata) და მათი ჰიბრიდი - მაგნოლია ლებნერა (Magnolia loebneri).
შედარებით ყინვაგამძლეებია: მაგნოლია ეშა (Magnolia ashei) და მაგნოლია სულანჟა (Magnolia soulangeana). ნერგები უმჯობესია მომცრო კონტეინერში შეიძინოთ, თითო-ორი ყვავილის ბოტკოთი.
მაგნოლიის დარგვის თაობაზე, მებაღეებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ: ზოგი ურჩევს მცენარე შემოდგომაზე დაირგოს, როდესაც ახალგაზრდა ნერგი ზრდას აჩერებს (ოქტომბრის შუა რიცხვები), ზოგიც კი პირიქით, აპრილში ამჯობინებს დარგვას.
მაგნოლიებს უყვართ ადგილები, რომლებიც ქარისგანაა დაცული, ასევე, მას არ უყვარს კირქვიანი ნიადაგი - მასში მაგნოლია მალევე იღუპება. მაგნოლიისთვის საუკეთესოა მზიანი, ოდნავ დაჩრდილული ნაკვეთი ღობესთან.
დასარგავი ადგილის შერჩევის შემდეგ საჭიროა ამოთხაროთ ორმო, რომლის სიღრმეც სამჯერ უნდა აღემატებოდეს ნერგის ფესვების სიგრძეს. საკმარისი რაოდენობის ნიადაგის გასუფთავების შემდეგომ ის უნდა შეურიოთ გადამუშავებულ კომპოსტს (ბიოსასუქი).
მოათავსეთ ნერგი ორმოში, მოაყარეთ სასუქიანი ნიადაგი. მორწყვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის მულჩირება.