როგორ გავახაროთ ულამაზესი ქრიზანთემები?
დაიმახსოვრეთ!
დარგვა
ქრიზანთემებს რგავენ როგორც გაზაფხულზე, ასევე, შემოდგომაზეც. გაზაფხულზე - როცა ყინვის საშიშროება უკვე აღარ არის. შემოდგომაზე კი არაუგვიანეს 2-3 კვირისა ყინვის დადგომამდე. ყოველ ჩასარგავ ორმოში ნახევარი ვედრო კომპოსტი ან ბიოჰუმუსი უნდა ჩაყაროთ.
დარგვისას ნერგებს არ აღრმავებენ. დარგვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოირწყას. დარგვის მინიმალური სქემა გახლავთ 30×30. სხვაგვარად, ბუჩქი ძალიან მაღალი იქნება და ყვავილები ლამაზად არ გაიფურჩქნება. ზაფხულის სეზონის დროს ყვავილობის მომენტამდე, ნუ დაივიწყებთ სასუქზე, ყოველ 2 კვირაში მორწყით კომპლექსური სასუქით.
ქრიზანთემების ფორმირება
მსხვილყვავილოვან ქრიზანთემებს 1 ან 3 ღეროდ ახარებენ თითო ყვავილით ყოველ მათგანზე.
მსხვილყვავილოვანი ქრიზანთემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზედმეტი თავების მოცილება. როგორც კი ახალგაზრდა ქრიზანთემა მე-8 ფოთოლს გამოუშვებს, უნდა მოაწიწკნოთ თავი. ამგვარად, მცენარე რამდენიმე ახალ ყლორტს გამოუშვებს. მათგან 2-3 ძლიერს ტოვებენ, დანარჩენებს კი აცლიან.
მსხვილყვავილოვან ქრიზანთემას პერიოდულად აცლიან გვერდულ ღეროებს, სხვაგვარად, მცირე ყვავილები ექნება.
- ქრიზანთემები შედარებით გვალვის ამტანები არიან.
- ქრიზანთემებს უყვართ სინათლე (ჩრდილში ბუჩქები ნაკლებად გაიფურჩქნება).
- ქრიზანთემები ზამთარში შეფუთვას საჭიროებს.