ბროწეულის წვენი - სასარგებლო და გემრიელი სასმელი

ბროწეულის წვენი - სასარგებლო და გემრიელი სასმელი
fpaparazzi სასარგებლო სასმლის რეცეპტს წარმოგიდგენთ.

მომზადების დრო: 15 წთ
ულუფების რაოდენობა: 2
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 62 კკალ.

საჭირო მასალა:

  • შაქარი გემოვნებით
  • წიკვი ახალდაფქული ძირა
  • 1 ბროწეული
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. ბროწეული წინასწარ მოათავსეთ მაცივარში.
  2. ცივი ბროწეული გარეცხეთ, კანი ჩაჭერით.
  3. მოათავსეთ წყლიან ჯამში ბროწეული და გაფრცქვენით.
  4. ბროწეულის მარცვლები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ პულსირებულ რეჟიმში 10 წამის განმავლობაში, სანამ მარცვლები წვენს არ გამოყოფს.
  5. მიღებული მასა გაატარეთ საცერში. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძირა გემოვნებით.
  6. გადაასხით ცივ ბოკალში, დაუმატეთ ყინულის კუბიკები.

გემრიელად მიირთვით!