ისპანახის ფხალი - გემრიელი სამარხვო კერძი
fpaparazzi კიდევ ერთი ტრადიციული, სამარხვო კერძის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 500 გ ისპანახი
- 0,5 ჭიქა ბროწეულის მარცვლები
- 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი
- საშუალო ზომის ხახვი
- ნიორი 2 კბილი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- ოხრახუში
- მარილი
- 1 ცალი წიწაკა
- 12 ღერი ქინძი
მომზადების წესი:
- გაარჩიეთ ისპანახი, გარეცხეთ ცივ გამდინარე წყალში. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ზემოდან დაადეთ 10 ღერი ქინძი და ხარშეთ თავდახურულ ქვაბში მაღალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გადმოიღეთ საწურზე. როცა ისპანახი გაცივდება, ხელით გაწურეთ და დაკეპეთ დანით.
- ხახვი და ოხრახუში დაჭერით წვრილად.
- ნიორი, ნიგოზი, 2 ღერი ქინში და წიწაკა გაატარეთ ხორსაკეპში, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. მიღებული მასა გახსენით ბროწეულის წვენში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში და აურიეთ.
- მიღებული მასა შეურიეთ გაწურულ და დაკეპილ ისპანახს, გააკეთეთ პატარა ბურთები, დაალაგეთ გაშლილ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
- სურვილისამებრ, დაუმატეთ მარცვლები ისპანახშიც და ისე აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!