ჭორფლი იაფი და მარტივი საშუალებებით მოვიშორე! სცადეთ თქვენც...
რა თქმა უნდა, ჭორფლთან ბრძოლა ადვილი საქმე არაა, მაგრამ ამ პატარა, წითური ლაქების წარმოქმნის შეჩერება მაინც შესაძლებელია. მის გასაუფერულებლად არაერთი ხალხური საშუალება არსებობს, რომლის ჩამონათვალსაც ახლა შემოგთავაზებთ:
- ჭორფლი ღიავდება თუ სახეს რეგულარულად ჩამოიბანთ რძის შრატით და დღეში რამდენჯერმე წაისვამთ კიტრის წვენს. სახე ამ შემთხვევაში არ უნდა ჩამოიბანოთ. ჭორფლს აღიავებს აგრეთვე მარწყვი და პამიდორი. ისინი უნდა დაიდოთ სახეზე და 20 - 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ ცაცხვის ნაყენით ( ერთი სუფრის კოვზი ლიტრ წყალზე ).
- ჭორფლს აღიავებს აგრეთვე ოხრახუშის წვენი, რომელიც შემდეგნაირად უნდა დააყენოთ: ერთ პატარა კონა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, როცა შეგრილდება, გაწურეთ და წაისვით ჭორფლიან ადგილებზე.
- ჭორფლს აშორებს წყალბადის ზეჟანგი. ამისათვის ორ სუფრის კოვზ სამპროცენტიან წყალბადის ზეჟანგს, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. როცა გაშრება, ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით შეზავებული წყლით ( 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთ ლიტრ წყალზე ).
- თუ ჭორფლი ძალიან მუქია, დილა - საღამოს კანზე უნდა წაისვათ სტაფილოს წვენი. გაშრობის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ რძიანი წყლით ( ერთი სუფრის კოვზი რძე, ერთ ჭიქა წყალზე ). იმისათვის რომ მიიღოთ შემაჩნევი ეფექტი, ზემოთ აღწერილი პროცედურები უნდა შეასრულოთ რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში. მკურნალობა უნდა დაიწყოთ ზამთარში ( იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ), როცა ჭორფლი ქრება. ასეთივე წესით შეგიძლიათ მოიშოროთ ყვრიმალებზე და ლოყებზე გაჩენილი მოყვითალო ან მუქი - ყავისფერი ლაქები.
- თუ ლიმონის წვენით წმენდა ვერ მოაგვარებს თქვენს პრობლემას, არსებობს სხვა საშუალებაც: გახეხეთ 50 გრ თალგამი, დაუმატეთ 250 გრ სუფრის ძმარი, გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. გაწურეთ, დაუმატეთ 1,5 ლ ანადუღარი წყალი და გაიწმინდეთ სახე დღეში 2 - ჯერ. იმასაც ამბობენ ჭორფლი დღეს მოდაში შემოდისო. ასე, რომ თუ თქვენთვის ჭორფლი დღეს პრობლემას წარმოადგენს, ხვალ იქნებ, სანატრელ კოლორიტად გექცეთ.