მოიშორეთ პიგმენტური ლაქები მარტივი პროცედურებით!
პიგმენტური ლაქები შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით ( მაგალითად, მზის დასხივებით, დამწვრობით, მოყინვით ), ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული ( მაგალითად, ადისონის დაავადების შემთხვევაში ) ან რეგიონალური ( ადგილობრივი ), რაც მზის სხივების მოქმედების, სათბურის ხმარების შედეგია. არსებობს რამდენიმე ხალხური საშუალება პიგმენტური ლაქების გასაუფერულებლად.
- პიგმენტური ლაქების, მათ შორის სახეზე, გასაღიავებლად იყენებენ ძმარსა და ხახვის წვენს. აურიეთ 2 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ნარევი წაისვით პრობოლემურ ადგილებზე, გაიჩერეთ ღამის განმავლობაში. იგივე რეცეპტს იყენებენ ჭორფლის გასაღიავებლად.
- თიხის კრემი შესანიშნავი საშუალებაა კანის გასათეთრებლად, მისი დახმარებით შეიძლება პიგმენტური ლაქების რაოდენობის შემცირებაც და მათი გაღიავებაც. კრემის მოსამზადებლად სულაც არ არის აუცილებელი თიხაში რაიმე ნივთიერების დამატება: თიხა ძალიან ეფექტურია, საკმარისია მისი წყლით გაზავება არაჟნის კონსისტენციამდე. თუ დილით და საღამოს კანზე თიხის კრემს წაისვამთ, შეამჩნევთ, რომ პატარა ზომის ჭორფლი გაქრა, ხოლო დიდი ზომისა გაღიავდა.
- 2 - ჯერ დღეში პრობლემურ ადგილებზე წაისვით ცხელი ჩაი, ან წყალში დალბობილი კიტრის თესლი.
- 25 გრ წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ 2 წვეთი ნიშადურის სპირტი. წაისვით პრობლემურ ადგილებზე. ძილის წინ შეიზილეთ თბილი ზეითუნის ზეთი.
- სახიდან ლაქების ამოსაყვანად იყენებენ გვერდულას ფესვის წვენს.
- ოხრახუშის კონა წვრილად დაჭერით, გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ იმავე რაოდენობის აუდუღებელი რძე. ეს ნარევი გამოიყენეთ ნიღბების გასაკეთებლად.
- სახეს კარგად ათეთრებს ლიმონისა და კიტრის წვენი, გამოიყენეთ ყოველდღე.
- წყლის შროშანის 3 - 4 ცალი ყვავილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1 საშუალო ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. ეს ნარევი წაისვით ჭორფლზე და ლაქებზე 2 - 3 - ჯერ დღეში.
- სახე დაიბანეთ საჭმელი სოდის წყალხსნარით ( 6 - 7 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/ჭ წყალზე ).