თუ ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, სანერვიულო არაფეროა. პრობლემას 3 დღეში გავუმკლავდი.
რამდენიმე თვის უკან სტომატოლოგს შემდეგი პრობლემით მივმართე: ღრძილები დამისივდა და კბილის ფესვი (ყელი) გამიშიშვლდა. როგორც გაირკვა, ამ უსიამოვნო პრობლემას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ეს მიზეზებია: C ვიტამინის დეფიციტი, არასწორი კვება, უხეში ჯაგრისის გამოყენება, კბილის პასტის არასწორად შერჩევა, პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა და ა.შ.
ექიმის მიერ დანიშნული პირის ღრუს სავლებების გამოყენებამ სასურველი შედეგი ვერ მომცა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე პრობლემის გადასაჭრელი გზის ძიება არატრადიციულ, ალტერნატიულ მედიცინაში. დღეს მსურს, გაგიზიაროთ რეცეპტები, რომელთა დახმარებით მოცემულ პრობლემას ხანმოკლე დროში გავუმკლავდი.
ღრძილების მოვლა და გაჯანსაღება სახლის პირობებში
თუ თქვენ ამ საშუალებებს დახმარებისთვის მიმართავთ, სამუდამოდ დაივიწყებთ ღრძილების შეშუპებას, სისხლდენას, კბილის ყელის გაშიშვლებას და პირის ღრუსთან დაკავშირებულ სხვა მრავალ პრობლემას. არ დაგავიწყდეთ ამ სასარგელო ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.

- ახალგაზრდა ფოთლები
ვიტამინების დეფიციტი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ჩვენი ღრძილები საგრძნობლად ზიანდება. იმისათვის, რომ შევივსოთ ორგანიზმში საჭირო ვიტამინების მარაგი, რეგულარულად ჩაღეჭეთ ისეთი მცენარეები, როგორიცაა: არყის ხის კვირტები, ფიჭვი, ცაცხვი, ჭინჭარი და ა.შ. გარდა ამისა, რეგულარულად მიირთვით ბაბუაწვერის ფოთლებისგან დამზადებული სალათები. - მზესუმზირის ზეთი
ღრძილების გასაჯანსაღებლად არაჩვეულებრივია მზესუმზირის ზეთი. 6 თვის განმავლობაში დღეში 2-ჯერ გამოივლეთ მცირეოდენი ეს ზეთი პირის ღრუში. - წიწვოვანი ნახარში
თუ გსურთ დაივიწყოთ ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები, რეგულარულად მიირთვით უებარი ნაყენი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით. 5 სუფრის კოვზი ფიჭვის წიწვებს, 2 სუფრის კოვზი ასკილის დაფქულ ნაყოფს და 1 სუფრის კოვზ ხახვის დაქუცმაცებულ კანს დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი. ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. მიირთვით მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 2 კირა. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა დაამზადოთ ახალი ულუფა. - პროპოლისი (დინდგელი)
დაფქვით 25 გრამი პროპოლისი და მოათავსეთ ის მუქი ფერის მინის ბოთლში. ჩაასხით 10 მილილიტრი სპირტი და 150 მილილიტრი არაყი. შეანჯღრიეთ ბოთლი კარგად, რათა პროპოლისი ბოლომდე გაიხსნას. ამის შემდეგ ჩაამატეთ ნარევში 50 გრამი კრაზანას გამომშრალი და დაფქული ფოთლები. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 15 დღის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ ბოთლი. 15 დღის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი.
პროპოლისის ნაყენი გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები საშუალების სახით. 30 წვეთი ნაყენი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში და კარგად გამოივლეთ პირის ღრუში. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 4-ჯერ. - მასაჟი
ყოველდღიურად მსუბუქი მოძრაობებით იკეთეთ ღრძილების მასაჟი კბილების გამოხეხვის შემდეგ. მცირეოდენი კბილის პასტა წაისვით საჩვენებელი თითის ბალიშზე და შეუდექით ღრძილების დამუშავებას. აკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები. პროცედურის შემდეგ ძალიან კარგია პირის ღრუში გვირილის ნახარშის გამოვლება.