ამ ხრიკის წყალობით კბილის ქვა სახლიდან გაუსვლელად მოვიშორე. საოცარი ეფექტი მინიმალური დანახარჯით

ამ ხრიკის წყალობით კბილის ქვა სახლიდან გაუსვლელად მოვიშორე. საოცარი ეფექტი მინიმალური დანახარჯით
კბილის ქვა - კბილის ზედაპირზე კალციუმისა და ფოსფორის მარილების დაგროვებისგან გამოწვეული პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. არსებობს ორი სახის კბილის ქვა: ღრძილზედა და ღრძილქვედა.

ღრძილქვედა ტიპის ქვას მყარი კონსისტენცია და შავი ან მომწვანო შეფერილობა აქვს. რაც შეეხება ღრძილზედა კბილის ქვას, ის ღია ყვითლადაა შეფერილი და მისი მოშორება სახლის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი. პაციენტების უმრავლესობა კბილის ქვის სწორედ ამ ტიპისგან იტანჯება.

მოცემული უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ზედმეტად მჟავე საკვების მიღება და პირის ღრუს არასწორი ჰიგიენაა. საბედნიეროდ, არსებობს კვების ისეთი ნატურალური პროდუქტები, რომელთა დახმარებით პრობლემის გადაჭრა და კბილის ქვის მოშორებაა შესაძლებელი. ასეთი პროდუქტებია: ნედლი ხილი და ბოსტნეული, ისპანახი, სალათის ფურცლები და ა.შ.

გარდა ამ ნატურალური პროდუქტებისა, არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი პირის ღრუსთან დაკავშირებული ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ 2 ყველაზე ეფექტურ და აბსოლიტურად უსაფრთხო მეთოდს.

გააქტივებული ნახშირის ფხვნილი

გარდა კბილის ქვის მოცილებისა, ეს იაფი სააფთიაქო საშუალება მოგაშორებთ უსიამოვნო ნადებს ემალიდან. გაითვალისწინეთ, არ არის რეკომენდებული მოცემული საშუალების ზედმეტი სიხშირით გამოყენება, რათა თავიდან ავირიდოთ ემალის დაზიანება.

ჩაალბეთ კბილის ჯაგრისი თბილ წყალში და მოაყარეთ მას გააქტივებული ნახშირის ფხვნილი. იხეხეთ კბილები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოივლეთ თბილი წყალი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 1-ხელ.

მზესუმზირისა და სეზამის ზეთი

პირის ღრუში მზესუმზირისა და სეზამის ზეთის ნარევის გამოვლებით, თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ კბილების ეფექტურად გაწმენდას, არამედ ტოქსიკური ნარჩენების მთლიანად მოშორებასაც. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროცედურა სწორედ იმ პაციენტებისთვისაა, რომლებიც პირის ღრუს სხვადასხვა ინფექციებისგან და გინგვინიტისგან იტანჯებიან. სოკოს საწინააღმდგებო, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ამ ორი ზეთის ნარევი სასურველ შედეგს ხანმოკლე დროში მოგცემთ.

ჩაიგუბეთ დამზაადებული ნარევი პირის ღრუში და ივლეთ 5 წუთის განმავლობაში. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღწევამდე.