თუ თქვენ კბილის ყელისა და ფესვის გაშიშვლება შენიშნეთ, მიმართეთ ამ საშუალებებს.
კბილის ყელისა და ფესვის გაშიშვლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და შესაბამისი მკურნალობის გარეშე.
ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია თანამედროვე მსოფლიოში. კბილის ყელისა და ფესვის გაშიშვლებას თან ახლავს დიდი დისკომფორტი და აუტანელი ტკივილი. ყოველივე ამის შედეგად იწყება ჭარბი რაოდენობით ბაქტერიების დაგროვება პირის ღრუში, რასაც კბილის ემალის განადგურებამდე და ღრძილების ანთებამდე მივყავართ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება ეს უსიამოვნო პრობლემა განაპირობოს. ესენია: ღრძილების დაავადებები, მემკვიდრეობითობა, თამბაქო, პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა და ა.შ.
ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დროულად დავიწყოთ მკურნალობა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, კბილის ფესვის გაშიშვლება შეიძლება განპირობებული იყოს კარიესითა და სხვადასხვა ინფექციებით.
როგორც უკვე ვახსენეთ, ამ პრობლემას კბილების განადგურებამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დროულად ვიზრუნოთ მის გადაჭრაზე. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც ხანმოკლე დროში, თანაც მინიმალური ძალისხმევით გაუმკლავდება პრობლემას.
1. სეზამის ზეთი
სეზამის ზეთი ეფექტურად ებრძვის ბაქტერიების დაგროვებას. ჩაიგუბეთ პირის ღრუში 1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი და გაიჩერეთ დაახლოებით 5 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად და ხანმოკლე დროში თქვენი ღრძილები საოცრად ჯანსაღი იქნება.
2. მწვანე ჩაი
თუ თქვენ ყოველდღიურად 1 ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევთ, შეძლებთ პირის ღრუში ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებას.
3. ალოე ვერა
თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ გვსმენია ალოე ვერას გასაოცარი თვისებების შესასხებ. თუ თქვენ რეგულარულად კბილებსა და ღრძილებს ალოე ვერას გელით გაიხეხავთ, თავიდან აირიდებთ ინფექციების გავრცელებას.
4. ევკალიპტის ზეთი
ევკალიპტის ზეთი ხსნის ღრძილების გაღიზიანებას და იცავს მათ დაზიანებისგან. გამოივლეთ ევკალიპტის ზეთი პირის ღრუში რეგულარულად, რათა თავიდან აირიდოთ ბაქტერიების ზრდა-გამრავლება და ინფექციების გავრცელება.
5. ქოქოსის ზეთი
რეგულარულად შეიზილეთ ქოქოსის ზეთი ღრძილებზე. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ქოსოსის ზეთის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
6. ფარსმანდუკი
ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს. იმისათვის, რომ გაანადგუროთ პირის ღრუში ბინადარი მავნე ბაქტერიები და თავიდან აირიდოთ ინფექციების გავრცელება, გამოივლეთ პირის ღრუში ფარსმანდუკის ნახარში ყოველდღიურად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!