ბადრიჯნის რულეტები ნიგვზის გულსართით- სამარხვო და გემრიელი
თუკი შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით თქვენი საყვარელი საჭმელია, მაშინ აუცილებლად სცადეთ ბადრიჯნის რულეტების მომზადება. ადვილია და მარხვის დღეების გამრავალფეროვნებაშიც დაგეხმარებათ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 წითელი წიწაკა
- მარილი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 0,5 ჩ.კ დაფქული მიხაკი და დარიჩინი
- ნიორი- 2 კბილი
- 2 ღერი ოხრახუში, ქინძი და ბაზილიკი
- 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი
- 1 კგ ბადრიჯანი
- 0,5 ჭიქა ბროწეულის მარცვლები
- 2-3 ღერი ხმელი ქინძი
- ხახვი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში, ზემოდან მოაწყვეთ 3-4 წერი ხმელი ქინძი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ხარშეთ სანამ მზად არ იქნება.
- ხახვი წვრილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი ხელით გაწურეთ.
- ბადრიჯანს ზემოდან დააწყვეთ სიმძიმე და გააჩერეთ 1 საათით, რათა წყლისგან დაიწრიტოს.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ბადრიჯნები ორივე მხრიდან
- ნიგოზი გაატარეთ ნიორთან, მწვანილთან და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ მარილი.
- ხახვი, მწვანილი, ნიგვზიანი მასა, დაფქული მიხაკი და დარიჩინი, ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაუმატეთ ბროწეულის წვენი. მიღებული გულსართი მოათავსეთ თითოეული ბადრიჯნის ნაჭერზე და რულეტივით დაახვიეთ. თითოეული რულეტი ხმელი ქინძის ტოტით ან ხის ჩხირით დააფიქრისრეთ.
- მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით.