ნიგვზით ფარშირებული ბადრიჯნის რულეტები

ნიგვზით ფარშირებული ბადრიჯნის რულეტები
გარდა იმისა, რომ ნიგვზიანი ბადრიჯნის რულეტები ძალიან გემრიელია, ის ლამაზიც არის, შესაბამისად თამამად მოამზადეთ სადღესასწაულო სუფრისთვისაც.

საჭირო მასალა:

  • 1 ცალი წიწაკა
  • მარილი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი და მიხაკი
  • ნიორი 2 კბილი
  • 2-2 ღერი ოხრახუში, ქინძი და რეჰანი
  • 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი
  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 0,5 ჭიქა ბროწეულის მარცვლები
  • 3-4 ღერი ნიახური
  • ხახვი
  • ზეთი


მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ, მოაჭერით თვები, დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად.
  2. მოათავსეთ ქვაბში, ზემოდან დაადეთ 3-4 ღერი ნიახური, დაასხით მდუღარე და მოხარშეთ ნახევრად.
  3. ხახვი დაჭერით წმინდად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ კი ხელით გაწურეთ.
  4. ბადრიჯანი მოათავსეთ პრესის ქვეშ ნახევარი საათით, რათა დაიწუროს ზედმეტი წყალი.
  5. ზეთი გაახურეთ ტაფაზე და შეწვით ბადრიჯნის ფირფიტები ორივე მხრიდან.
  6. დანაყეთ ნიგოზი და ნიორი მარილთან წიწაკასთან და წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად.
  7. ხახვი, ნიგვზის მასა, დაფქული დარიჩინი და მიხაკი კარგად აურიეთ და დაუმატეთ ბროწეულის წვენი.
  8. მიღებული მასა თნაბრად გაანაწილეთ შემწვარი ბადრიჯნის ფირფიტებზე, გადაახვიეთ თითოეული რულეტებად.
  9. შეკარით რულეტები ნიახურის ღერებით, რათა არ გაიშალოს. გარედანაც წაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!