ბადრიჯნის ფხალი - გემრიელი სამარხვო კერძი

ბადრიჯნის ფხალი - გემრიელი სამარხვო კერძი
fpaparazzi ბადრიჯნისგან მომზადებული კიდევ ერთ შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი 5 ცალი
  • ხახვი 1-2 თავი
  • ღვინის ძმარი 0,5 ჩ/კ
  • ნიგოზი 100 გ
  • მელი ქინძი დაფქული 0,5 ჩ/კ
  • ბროწეული საშუალო 1 ცალი
  • ქინძი 1 კონა
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • უცხო-სუნელი 0,5 ჩ/კ
  • ნიორი 3-4 კბილი


მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ მთელ-მთელი ბარდიჯნებით ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 190 გრადისზე 40 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გადააფარეთ ბადრიჯანს ჯამი და გააჩერეთ.
  2. შემდეგ გაფაცქვენით, გააცივეთ და დაჭერით ან აძენძეთ ხელით.
  3. მოამზადეთ ნიგვზის სანელებელი - ნიგოზი, ნიორი, ხახვი, მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ სუნელები, მარილი და პილოილი, კარგად აურიეთ ხელით, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. შეურიეთ ნიგვზის მასა ბადრიჯანს. დაუმატეთ ძმარი.
  5. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

გემრიელად მიირთვით.