5 მსუბუქი და გემრიელი ბოსტნეულის სალათა, რომელიც არ ვნებს წონას!

5 მსუბუქი და გემრიელი ბოსტნეულის სალათა, რომელიც არ ვნებს წონას!
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა უმი ბოსტნეული და ხილი: თერმოდამუშავებისას კვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა.

შესაბამისად, თუკი გვაქვს საშუალება მივიღოთ უმად სეზონური ნაყოფი, მოვამზადოთ გემრიელი და მსუბუქი სალათები და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმებს.

ტოპ-საუკეთესო ბოსტნეულის სალათები

1.ჭარხალი იტალიურად

5 მსუბუქი და გემრიელი ბოსტნეულის სალათა, რომელიც არ ვნებს წონას!

საჭირო მასალა:
  • ჭარხალი 4-5 ცალი
  • ნიორი 1-2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 5 ს/კ
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ბალზამიკო 1 ს/კ
  • ფორთოხალი 0,5 ცალი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. მოხარშეთ ჭარხალი. გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად.
2. წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი.
3. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ ნახევარი ფორთოხლის წვენს ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო.
4. დაჭრილ ჭარხალს დაუმატეთ მწვანილი და ნიორი, მოასხით პიკანტური სოუსი, მოაყარეთ მარილი და პილპილი ამოურიეთ.

აღმოსავლური სალათა ტაბულე



საჭირო მასალა:

  • ოხრახუში 2,5 კონა
  • წყალი 0,5 ჭიქა
  • პომიდორი 3 ცალი
  • ლიმონის წვენი 35 მლ
  • მარილი გემოვნებით
  • ბულგურის ბურღული 100 გ
  • მწვანე ხახვი 30 გ
  • ზეითუნის ზეთი 5 ს/კ
  • პიტნა გემოვნებით


მომზადების წესი:

1. დაასხით ბულგურის ბურღულს ადუღებული წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთი.
2. გარეცხეთ მწვანილი და დაჭერით ძალიან წმინდად. შემდეგ დაჭერით პომიდორი კუბიკებად.
3. გადაიტანეთ გაგრილებული ბულგური თეფშზე, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ მწვანილი.
4. მოასხით სალათას ლიმონის წვენში არეული ზეითუნის ზეთი.
5. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ. მორთეთ პიტნის ფოთლებით.

სალათა „წითელი ზღვა“



საჭირო მასალა:

  • კრაბის ჩხირები 250 გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • პომიდორი 2-3 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი 150 გ
  • მაიონეზი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. დაჭერით კრაბის ჩხირები მოგრძო ჩხირებად.
2. პომიდორი დაჭერით ოთხად, ამოაცალეთ თესლი და წვენი. შემდეგ დაჭერით ჩხირებად.
3. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით ისიც ჩხირებად.
4. გახეხეთ ყველი.
5. ნიორი დაჭყლიტეთ.
6. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და მოასხით მაიონეზი (უმჯობესია შინ მომზადებული).

ფრანგული სალათა



საჭირო მასალა:

  • ვაშლი 2 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 1 თავი
  • მარილი გემოვნებით
  • კვერცხი 4 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი 200 გ
  • მაიონეზი 100 გ


მომზადების წესი:

1. ვაშლი გაფცქვენით, ამოაცალეთ გულები. უმი სტაფილო გარეცხეთ და გაფცქვენით. კვერცხი მოხარშეთ მაგრად და გააცივეთ.
2. დაჭერით წვრილად ხახვი და დაასხით ადუთებული წყალი, რათა დარბილდეს. შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ სასალათეში. წაუსვით მაიონეზი.
3. მსხვილად გახეხეთ ერთი ვაშლი და გაანაწილეთ ხახვისა და მაიონეზის ზემოდან.
4. ასევე გახეხეთ 2 კვერცხი და ერთი სტაფილო. აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ ვაშლის ფენაზე, წაუსვით მაიონეზი.
5. გახეხეთ ნახევარი ყველი და მოაყარეთ სალათას.
6. შემდეგი ფენები გაიმეორე იგივე თანამიმდევრობით, სულ ბოლო ფენად მოაყარეთ დარჩენილი ყველი და აღარ წაუსვათ მაიონეზი.

ბერძნული სალათა



საჭირო მასალა:

  • პომიდორი 3 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • ზეთისხილი 16 ცალი
  • თეთრი ღვინის ძმარი 1 ს/კ
  • ორეგანო 1 ჩ/კ
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • მწვანე წიწაკა 1 ცალი
  • ყველი ფეტა 200 გ
  • ზეითუნის ზეთი 0,25 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული. დაჭერით საჭუალო ზომის ნაჭრებად პომიდორი და კიტრი. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. შეურიეთ ყველაფერი ერთ ჯამში და დაუმატეთ ზეთისხილი.
2. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, მოასხით ზეითუნის ზეთი და ძმარი, ამოურიეთ.
3. ზემოდან მოაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ფეტა, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ორეგანო.

გემრიელად მიირთვით!