5 მარტივი წესი იმისთვის, თუ როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი!

5 მარტივი წესი იმისთვის, თუ როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი!
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე ფუტკრები ადამიანზე 50 - 60 ათასი წლით ადრე გაჩდნენ და ცხადია, მაშინ გაჩნდა თაფლიც. ალბათ არც ერთი სხვა ბუნებრივი პროდუქტი არ არის სასარგებლო ნივთიერებებით ისეთი მდიდარი, როგორც თაფლი. მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ამინომჟავები, ჰორმონები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდნენ ორგანიზმის ყველა ფუქნციაზე. თაფლი განსაკუთრებით ესაჭიროება ბავშვის ორგანიზმს. ანტიბაქტერიული შემადგენლობის წყალობით ის პირის ღრუს დეზინფექციას უკეთებს. ფართოდ გამოიყენება სამკურნალო კოსმეტიკაშიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როდესაც თაფლს იყენებთ ის აუცილებლად იყოს ნატურალური.

დღეს ჩვენი FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწავლით როგორ უნდა ამოიცნოთ ნატურალური თაფლი.
  1. ნამდვილი თაფლი თუ კოვზით აიღებთ, იხვევა და ძაფივით უწყვეტად ჩამოედინება, გაზავებული კი ერთმანეთს ფენებად ედება. შეგიძლიათ ერთი
    წლის თაფლიც კი გამოიყენოთ. ნუ შეგაშინებთ ის, რომ დაშაქრებული იქნება.

  2. აიღეთ ცოტაოდენი თაფლი, წაისვით ხელის გულზე და ქიმიური ფანქარი უსვით. ლურჯი კვალი ნიშნავს, რომ წყალი აქვს შერეული, ნატურალური კი რუხ ფერს ტოვებს.

  3. თაფლი გამოხდილ წყალში გახსენით და ჩააწვეთეთ იოდი. თუ ხსნარი გალურჯდა, თაფლში ფქვილი ან სახამებელია შერეული.

  4. ნატურალური თაფლი ერთგვაროვანი უნდა იყოს როგორც ფერით ისე კონსინსტენციით. თუ აჭრელებულია, მისი შეძენისაგან თავი შეიკავეთ.

  5. თაფლი მოთეთრო, უფერულია, როცა გამორჩენის მიზნით ფუტკარს შაქრის სიროფით ან ბადაგით კვებავენ. ასეთ პროდუქტს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. მასში არც ყვავილების მტვერია, არც ფუტკრის ცხოველქმედების პროდუქტი და არც ვიტამინები.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი