ნიორი, თაფლი, ნიგოზი - "სიცოცხლის ელექსირი"! სუპერ რეცეპტი!

ნიორი, თაფლი, ნიგოზი - "სიცოცხლის ელექსირი"! სუპერ რეცეპტი!
ასე მიიჩნევს ჩინური ხალხური მედიცინა ნიორს, თაფლს და ნიგოზს. ნიორი ასუფთავებს სისხლის ძარღვებს. იგი ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვებში. რაც შეეხება თაფლს, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფუტკრები ბეჯითი "ფარმაცევტები" არიან, მათ მიერ გამომუშავებული თაფლი და სხვა პროდუქტები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ნიგოზში არსებული ნივთიერებები აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. აქედან გამომდინარე, ჩინური ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს ნიორს, თაფლსა და ნიგოზს საკვებად, და მიიჩნევენ " სიცოცხლის ელექსირად". შეგიძლიათ ნარევი შემდეგნაირად მოამზადოთ:

დაგჭირდებათ:
  • 100 გრ ნიორი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 200 გრ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
გაატარეთ ხორცსაკეპში 100 გრ ნიორი, 200 გრ ნიგოზი, შეიურიეთ 200 გრ თაფლი და მოათავსეთ მინის ქილაში. მიიღეთ ჩაის კოვზით 3 - ჯერ დღეში. მისი სისტემატიური მიღება ადამიანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს. თუ გსურთ, ნიორის სუნი არ აგდიოდეთ, ერთი კბილი ნიორი გაყავით სამ ნაწილად და როგორც ტაბლეტი ისე მიიღეთ წყლით, ხოლო ნიგოზი თაფლთან ერთად მიირთვით.
სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები