გაიგეთ, კონკრეტულად რისთვის არის სასარგებლო ნატურალური თაფლის და თაფლიანი წყლის მიღება.
თაფლი უდავოდ უამრავ ვიტამინს შეიცავს, მაგრამ კერძოდ, რისთვის არის სასარგებლო ნატურალური თაფლი ან თაფლიანი წყლის მიღება?
ექიმის კომენტარი:
თაფლი მდიდარია არა მხოლოდ ვიტამინებით, არამედ, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული თვისებები, რის გამოც იგი ეფექტიანია ყოველგვარი ანთებითი პროცესის დროს. თაფლის უმთავრესი სიკეთეა იმუნომოდულატორული მოქმედების უნარი - დაქვეითებულ რეაქციას ამაღლებს, ჰიპერრეაქციას აქვეითებს, ხოლო ნორმალურ იმუნიტეტზე არ მოქმედებს. ეს თვისება მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის. ცნობილია, რომ თაფლში შენახული ხორცის ნაჭერი ათასწლეულების განმავლობაში არ ფუჭდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ თაფლი აჩერებს ლპობას ორგანიზმში, ეს კი აფერხებს დაბერების პროცესს, სწორედ ამიტომაა, რომ ვინც რეგულარულად იღებს თაფლს, საკუთარ დღეგრძელობას უწყობს ხელს. ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, თაფლი თანდათანობით, ნაზად მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომ, ერთი კოვზის მიღებისას მისგან სასწაულებს ნუ დაელოდებით. სტაბილურ შედეგს მიიღებს ის, ვინც რეგულარულად, ყოველდღიურად შეიტანს კვების რაციონში თაფლს.
"სიცოცხლის ელექსირად" წოდებული ეს უნიკალური პროდუქტი სასარგებლოა ყოველგვარი დაავადების დროს, თუმცა, ისიც უნდა ვოცოდეთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მის მიღებას სხვადასხვა წესი აქვს. მაგ: კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს თაფლი უნდა უნდა მიიღოთ ჭამამდე 1 - 2 საათით ადრე, ხოლო დაბალი მჟავიანობისას - ჭამის წინ ან მის შემდეგ.
ყველას გირჩევთ, ყოველდღიურად მიიღოთ დღეში 2 ს/კ ნამდვილი თაფლი, რათა ჯანმრთელნი და დღეგრძელნი იყოთ.