როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან?
გაყიდვაში ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით არანატურალურ, ფალსიფიცირებულ თაფლს, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად იძენთ ამ პროდუქტს, მაღაზიაში თუ მეფუტკრის ხელიდან, აუცილებელია იცოდეთ იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც ნატურალური თაფლის ფალსიფიცირებული თაფლისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.
ფალსიფიცირებული თაფლის დამზადების დროს გამოიყენებენ საეჭვო ხარისხის მქონე კომპონენტებს. თუ თქვენთვის საკუთარი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, აუცილებელია იცოდეთ თაფლის შერჩევა. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ განასხვავოთ ფალსიფიცირებული და ნატურალური თაფლი ერთმანეთისგან.
1. ნატურალურ თაფლს ტკბილი გემოს გარდა, უნად დაკრავდეს ოდნავ მწარე გემო. ბაზარზე თაფლის ყიდვის დროს აუცილებლად გასინჯეთ ის.
2. აუცილებლად დასუნეთ თაფლს. მისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ყვავილოვანი რბილი სურნელი. ფალსიფიცირებულ თაფლს, როგორც წესი, ან საერთოდ არ აქვს არომატი, ან მისთვის მძაფრი სურნელია დამახასიათებელი.
3. თაფლის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მის ფერს. არაბუნებრივი, ნათელი ფერი თაფლს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრებს შაქრის სიროფით კვებავენ. ასეთი პროდუქტი მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ გასაოცარი პროდუქტისგან, აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები. გისურვებთ ჯანმრთელობას!