რამდენიმე ხალხური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ცხიმიანი და ფორებიანი კანის მოვლაში!
კანის გაცხიმიანება თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და რჩება 35 - 45 წლამდე. ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა ერთი დადებითი თვისებაც აქვს შედარებით გვიან ბერდება.
FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწავლით რამდენიმე საშუალებას, რომლითაც შეძლებთ ცხიმიანი კანის მოვლას:
FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწავლით რამდენიმე საშუალებას, რომლითაც შეძლებთ ცხიმიანი კანის მოვლას:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი მუხის ქერქი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილები, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში 2 საათს. შემდეგ გაწურეთ და გაფილტრეთ, ჩაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, 100 გრ ქაფურის სპირტი და 2 - 3 წვეთი მენთოლი. გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს.
- დაჭერით ან გახეხეთ 100 გრ ნედლი კიტრი, დაასხით 100 გრ რომელიმე ლოსიონი, გააჩერეთ 8 - 10 დღეს ბნელ ადგილას, გაწურეთ, თავდახურული შეინახეთ მაცივარში. ლოსიონით სახე გაიწმინდეთ დილა - საღამოს.
- გრიმის მოსაშორებლად შესანიშნავია გვირილის შემცველი კრემი. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ღორის უმარილო მუცლის ქონი, მოათავსეთ ჭურჭელში, გაადნეთ წყლის აბაზანაში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის მაგარი ნაყენი, აურიეთ, გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და სახე გაიწმინდეთ.
- კანი გლუვი და ნაზი გახდება, თუ საღამოს სახეს გაიწმინდავთ მჟავე რძით, კეფირით, არაჟნით ან წაქით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ გრილი, შემდეგ ცივი წყლით.
- ფარსმანდუკის ნიღაბი კარგია ცხიმიანი და გაფართოებული ფორების შესამჭიდროებლად. ძალიან წვრილად დაჭრილ ბალახს შეურიეთ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილი, დაასხით მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- ცხიმიანი კანისთვის უებარია ასეთი ნიღაბი: კარგად გაიწმინდეთ სახე კიტრის ნაჭრით. 1 ჩაის კოვზ თაფლს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კალანდულას ნაყენი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის ან მარლის ტამპონზე და წაისვით ისეთი მოძრაობით თითქოს "იპუდრავთ". 20 წუთის შემდეგ სახე შეიმშრალეთ. შემდეგ კვლავ თაფლიანი ტამპონი წაისვით და 10 წუთის შემდეგ კვლავ ხელსახოცით მოიშორეთ.
- ახალი საფუარი გახსენით წყალბადის ზეჟანგის 3 % - იან ხსანრში. ნიღაბი გაიკეთეთ და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი ცხიმიანი კანისთვის.
- ხახვის წვენს შეურიეთ ძმარი ( 1: 1 ) ნარევში დასველებული ტამპონი დაიფინეთ კანზე 15 - 20 წუთით. ნიღაბი მოიცილეთ ჯერ ნამიანი, შემდეგ მშრალი ტამპონით. ნიღბის გაკეთება სახლიდან გასვლის წინ რეკომენდებული არ არის.