როგორ დავამზადოთ ლოსიონები ცხიმიანი კანისათვის
ცხიმიანი კანი მართალია ისე მალე არ ბერდება, როგორც მშრალი კანი, მაგრამ ხასითდება მთელი რიგი ნაკლოვანებებით. იგი უხეშია, ბრწყინავს ზედმეტი ცხიმის გამო, გაფართოებულია ფორები, ცუდი სისხლმომარაგების გამო ფერმკრთალია, თითქმის მონაცისფრო. ხშირად კანი დანაგვიანებულია სხვადასხვა გამონაყარით.
კანის ზედმეტი ცხიმიანობა გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების დარღვევით. აგრეთვე ნერვული სისტემის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის და სხვა დაავადებებით.
ცხიმიან კანზე კარგად მოქმედებს ზომიერი გარუჯვა მზეზე. დილით სახე დაიბანეთ თბილი წყლით და სამკურნალო საპნით. შემდეგ კი სახე და ყელი გაიწმინდეთ ლოსიონით, რომელშიც სპირტის შემცველობა 20 % - მდე შეიძლება იყოს. ამის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ უცხიმო ან ნახევრადცხიმიანი, ანტისეპტიკური დამცველი კრემი.
ლოსიონების დამზადება ცხიმიანი კანისათვის:

- ააქაფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი, ნახევარი კოვზი წყალი, ამდენივე არაყი და ოდეკოლონი, 2 გრ. ბორაქსი. ეს შემადგენლობა კარგად ასუფთავებს და დეზინფექციას უკეთებს კანს.
- 2 სუფრის კოვზ სურნელოვან ვარდის ფურცლებს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ დანის წვერით ადუღებული ლიმონის მჟავა ან 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 20 მლ არაყი. გამოიყენეთ ცხიმიანი სახის გასაწმენდად დილა - საღამოს.
- 2 სუფრის კოვზ გვირილას ყვავილებს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ სპირტი 30 მლ. სახე გაიწმინდეთ დილა - საღამოს.