ბებიების 8 რჩევა - როგორ მოვხარშოთ უგემრიელესი მურაბა

ბებიების 8 რჩევა - როგორ მოვხარშოთ უგემრიელესი მურაბა
ზამთარში გემრიელი და არომატული მურაბა რომ მიირთვათ, თადარიგი ზაფხულში უნდა დაიჭიროთ. არსებობს რამდენიმე უტყუარი მეთოდი, რომლის გამოყენების შემთვევაშიც მურაბა ძალიან გემრიელი გამოდის.

  1. მურაბა გემრიელი მხოლოდ მწიფე, ახალი და მთელი ხილისა თუ კენკრისგან გამოდის. არასოდეს გააკეთოთ ეკონომია სამურაბე ხილის ყიდვის დროს.

    ბებიების 8 რჩევა - როგორ მოვხარშოთ უგემრიელესი მურაბა
  2. ხილის გასარეცხად ნიჟარა წყლით გაავსეთ, შიგ რამდენიმე წუთით მოათავსეთ ხილი და შემდეგ ხელით ფრთხილად გარეცხეთ.
  3. გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ ხილს ყუნწები მოაცალოთ.
  4. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა შაქრის რაოდენობის სწორად განსაზღვრაა.


  5. იმისათვის რომ მურაბას განსაკუთრებული გემო მივცეთ, შეგვიძლია ჟოლოს დავუმატოთ ვანილი, მსხალს კარდამონი, ქლიავს კაკაო და ა.შ.
  6. ჩვენი ბებიაბი მურაბას მხოლოდ მინანქრის ჭურჭელში ხარშავდნენ გირჩევთ, თქვენც გააგრძელოთ ეს ტრადიცია.


  7. როდესაც ხარშვისას მურაბა ბუშტებს გაიკეთებს, ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიეთ და ქაფი მოხადეთ.


  8. ქილაში ჩასხმის შემდეგ, ჯერ ქაღალდი დაახურეთ და შემდეგ თავსახური.