უგემრიელესი სალათა კამითა და კვერცხით
fpaparazzi მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 100 გ კამა
- 4-5 მაგრად მოხარშული კვერცხი
- 3-4 ღერი ნიახური
- 3 ს/კ ნატურალური იოგურტი
- 2 ს/კ მაიონეზი (უმჯობესია, შინ მომზადებული)
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ კამა, მოაცალეთ მსხვილი ღეროები და წვრილად დაჭერით.
- გაფცქვენით კვერცხი და დაჭერით წვრილად.
- დაჭერით ნიახური წვრილ კუბიკებად.
- ერთ ჯამში მოათავსეთ ნიახური, კვერცხი და კამა. მეორე ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, მაიონეზი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
- მოაყარეთ კვერცხის მასას მარილი და პილპილი და მოასხით სოუსი.
გემრიელად მიირთვით!