მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათა „ვალდორფი“

მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათა „ვალდორფი“
fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომელსაც განსაკუთრებულობას ვაშლის მსუბუქი მომჟაო გემო სძენს.
ინგრედიენტები მოცემულია 4-6 ულუფაზე.
საჭირო მასალა:
  • ვაშლი 200 გ
  • ნიახური 200 გ
  • ნიგოზი 100 გ
  • მაიონეზი 2 ს/კ
  • ლიმონის წვენი 3 ს/კ
  • ნაღები 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
  1. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ნიახური, დაჭერით ჩხირებად და ოდნავ მოთუთქეთ ადუღებულ წყალში, რათა დარბილდეს.
  2. ვაშლი გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და დაჭერით კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი.
  3. დაჭერით ნიგოზი მსხვილად. რამდენიმე ლებანი დაიტოვეთ მოსართავად.
  4. მაიონეზში აურიეთ ნაღები, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
  5. ერთმანეთში აურიეთ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი, მოასხით სოუსი და აურიეთ.
  6. მორთეთ ნიგვზის ლებნებით და ვაშლის ნაჭრებით.
  7. სუფრასთან მიტანამდე 2 საათით გააჩერეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!