სამედიცინო კვლევებით დადგინდა რომ ქალები 2 - ჯერ უფრო ხშირად გრძნობენ ტკივილს, ვიდრე მამაკაცები.
ერთ - ერთი სამედიცინო ცენტრის ექიმებმა მამაკაცებსა და ქალებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. მათ უნდა ეპასუხათ კითხვაზე - ყველაზე ხშირად რისი ტკივილი აწუხებდათ. პასუხები ასე დაჯგუფდა: თავის ტკივილი - 31 %, ყელის ტკივილი - 11 %, ზურგის ტკივილი - 9 %, კუნთების ტკივილი - 8 %. ისიც გაირკვა, რომ ქალები საშუალოდ 1,5 - 2 - ჯერ უფრო ხშირად გრძნობენ ტკივილს, ვიდრე მამაკაცები.
თავის ტკივილი. საერთაშორისო კლასიფიკაციით, თავის ტკივილი 13 ძირითად ჯგუფად და 162 სახეობად იყოფა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევის განხილვა შეუძლებელია, ისევე, როგორც მასთან ბრძოლა, დამოუკიდებლად შეგვიძლია.
უმეტეს შემთხვევაში ყოველდღიური თავის ტკივილი ტვინთან დაკავშირებული არ არის. ეს გადაღლილობის ბრალია , ამტკიცებენ ექიმები.
სისხლძარღვების ტკივილი. მიზეზი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. ასეთი ტკივილი ხშირია, მაგრამ ხანმოკლე. თუ თავში "კაკუნს" გრძნობთ, სისხლძარღვები ფართოვდება სისხლის წნევის გამო. სანამ აბს ჩაყლაპავთ, ჯერ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან პიტნის და გვირილის ჩაი დალიეთ. თუ ტკივილი გაჭიანურდა, ეს ნიშნავს, რომ შეგუბებული სისხლით სისხლძაღვების გაფართოება გრძელდება. ამ შემთხვევაში კისერი დაისრისეთ, შუბლზე ცივი კომპრესი დაიდეთ ან დალიეთ ფინჯანი ყავა ლიმონის წვენთან ერთად.
ნევრალგიური ტკივილი. სამწვერა ნერვის დაზიანებაა, რომელსაც ხანმოკლე, მწვავე დენის დარტყმის მსგავსი ტკივილი ახასიათებს. ამ შემთხვევაში აბები მხოლოდ რამდენიმე ხნით დაგეხმარებათ. ყველაფერს სჯობს, მაგრად შეიკრათ, გაიკეთოთ მენოვაზინის კომპრესი ან ლურჯი ნათურა ჩართოთ.
დაძაბულობის ტკივილი. ეს ტკივილი ჩნდება მაშინ, თუ მაგიდასთან ერთ პოზაში დიდხანს მუშაობთ, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობა თვალის, შუბლის კუნთებისა და კეფის მიდამოებში დაძაბვას იწვევს. ტკივილების წარმოშობას ხელს უწყობს ოსტეოქონდროზი და ცუდი მხედველობა. მონოტონური, ყრუ ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, გაქრება, თუ თავსა და კისერზე მასაჟს გაიკეთებთ, თბილ კომპრესს დაიდებთ და თბილად შეიკრავთ. ტკივილგამაყუჩებელი და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები აქ უსარგებლოა.
ტკივილი კრიტიკულ დღეებში. ამ პერიოდში ქალებს მუცლისა და თავის ტკივილი აწუხებთ. ექიმის აზრით, ამ შემთხვევაში სასარგებლოა წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ხელი სამკურნალო ენერგიას ასხივებს. ტკივილის დროს მარჯვენა ხელისგული შუბლზე დაიდეთ, მარცხენა - მუცლის ქვემოთ. დაძაბვა ფა ტკივილი ნელ - ნელა გაივლის. მედიცინა, იოგა, სუნთქვითი ვარჯიში, აუტოტრენინგი - ყველაფერი ეს კუნთებს ადუნებს, სიმშვიდესა და წონასწორობას დაგიბრუნებთ.
კბილის ტკივილი. ამ ტკივილთან ამ გზით ბრძოლა არ შეიძლება. რაც შეიძლება სწრაფად მიაკითხეთ ექიმს. თბილი სავლები მსუბუქად შეგიმსუბუქებთ ტკივილს, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტის გადადებას არ გირჩევთ. ტრადიციული ტკივილგამაყუჩებლები ნაკლებეფექტურია.
ყურების ტკივილი. როგორც წესი, ყურის ტკივილს, ინფექციები იწვევს, მაგრამ შეიძლება მიზეზი ატმოსფერული ჰაერის წნევის დაცემაც იყოს. ყურის ტკივილი ჩვეულებრივ ღამით ძლიერდება, როცა ღამით სმენითი მილები საკმარისი რაოდენობის ჰაერს არ იღებს. თუ ღამით გაგეღვიძებათ და გეჩვენებათ, თითქოს ყურში გამდნარი ტყვია ჩაგასხეს, წამოჯექით, საღეჭი რეზინი დაღეჭეთ ან დაამთქნარეთ. შემდეგ ზეთი შეათბეთ და ყურში ჩაიწვეთეთ. გახსოვდეთ, ტკივილგამაყუჩებელი არ გიშველით. ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ზურგის ტკივილი. მოსახლეობის 8 % - ს ერთხელ მაინც უგრძვნია ტკივილი ზურგში. ყველაზე ხშირად გვტკივა წელის მიდამო, იშვიათად - კისრისაც. სუსტი ტკივილის დროს შეგიძლიათ სხვადასხვა მალამოს მიმართოთ. ძალიან ეფექტურია მანუალური თერაპია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.