საკვები ნივთიერებების უკმარისობის 5 ნიშანი, რომელიც თქვენს სახეზე აისახება

საკვები ნივთიერებების უკმარისობის 5 ნიშანი, რომელიც თქვენს სახეზე აისახება
სისხლის სხვადასხვა ანალიზის ჩატარებით შესაძლებელია ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობა აღმოაჩინო, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირად ღირებულია.
მაგრამ არსებობს ალტერნატიული მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, გაქვთ თუ არა ვიტამინების დეფიციტი, ეს უფასოა და ეფექტურიც.

არსებობს სახეზე ნიშნები, რომლებიც სხეულის შიგნით არსებულ პრობლემებზე მიგვითითებს. განსაკუთრებით, საკვები ნივთიერებების უკმარისობაზე.

აი, 5 მათგანი:

თვალების შეშუპება

თვალების შეშუპება იოდის უკმარისობაზე მიუთითებს. მშალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები, წონაში მომატება ასევე ამ დაავადების სიმპტომებია. ამიტომ, უნდა მიიღოთ ზღვის ბოსტნეული, წყალმცენარეები, ზღვის თევზი და მარილი, რადგან ეს პროდუქტები იოდის ძირითადი წყაროა.

თმის პრობლემები

B7 ვიტამინის უკმარისობა თმის პრობლემებით გამოიხატება. ქერტლი, მტვრევადობა, მშრალი და უსიცოცხლო თმა - ძირითადი სიმპტომებია.

ფერმკრთალი სახე

ფერმკრთალი სახე - B12 ვიტამინის უკმარისობაზე მიუთითებს. მეხსიერების დაკარგვა და მუდმივი დაღლილობაც ამ დაავადების ნიშნებია. უნდა მიიღოთ მეტი თევზი, ხორცი და ორგანული ფრინველის ხორცი.

ფერმკრთალი ტუჩები

რკინის დეფიციტი ფერმრთალი ტუჩებითა და ღრძილებით გამოიხატება. ამგვარად, ორგანიზმი ცდილობს აღიდგინოს რკინის დანაკარგი. უნდა მიიღოთ ისპანახი, წითელი ხორცი.

ღრძილების ტკივილი ან სისხლდენა

თუ ვიტამინის ნაკლებობა აღგენიშნებათ, ღრძილების სისხლდენა და ტკივილია შესაძლებელი. С ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მისი უკმარისობა უამრავ დაავადებას იწვევს. მიირთვით წითელი წიწაკა, პაპაია, კივი, საზამთრო, ნესვი, მანგო, კენკრა და ციტრუსი.